სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

''აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში'' - რეგიონს ტუროპერატორები ეცნობიან

2017-04-21 19:23:00

"აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში" - ეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-ს ერთობლივი  პროექტია. რომლის ფარგლებშიც რეგიონის ტურისტულ პოტენციალს 20-მდე მსხვილი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. პროექტი ტურ ოპერატორებს ახალი ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შემუშავებასა და პოპულარიზაციაში დაეხმარება.

დღეს, ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს მხარის გუბერნატორი ტექნოპარკში შეხვდა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი გააცნო. პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთი უკვე წარდგა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB BERLIN.

პროექტი დამატებით ვიზიტორთა მოზიდვასთან ერთად, რეგიონის მდიდარი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივების შემოსავლების ზრდას და განვითარებას.

ტუროპერატორებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ტური, მოიცავს მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს და ემსახურება აქ არსებული და ნაკლებად ცნობილი უნიკალური ბუნებისა და კულტურის ძეგლების, მეგრული სამზარეულოსა და აგროტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას. დამატებით,შეიქმნება ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შუეწყობს შეთავაზებათა სპექტრის გაზრდას და ვიზიტორთა ნაკადის მატებას.

ტურის ფარგლებში, ტუროპერატორებმა უკვე მოინახულეს სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, ოცინდალეს მამათა მონასტერი, საიდანაც ხელისგულზე მოსჩანს კოლხეთის დაბლობი;  განახლებული მარტვილის კანიონი, ენგურის თაღოვანი კაშხალი, კოლხეთის ეროვნული პარკი, მარწყვის სათბურები და დააგემოვნეს უგემრიელესი მეგრული სამზარეულო.

USAID-ის  პროექტი Zrda, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ახალი სამოგზაურო პაკეტების პრომო მასალის საერთაშორისო გამოფენებზე გატანას. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას  და შესაბამისად რეგიონების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო