სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხა-ჯვარზენის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2017-04-05 16:18:00

წალენჯიხა-ჯვარზენის გზის 7.2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებზე 50-მდე ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ასფალტ-ბეტონის საფარის, წაყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, ავტობუსის გჩერებების, გადასასვლელების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები. ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება ქ. წალენჯიხაში და სრულდება სოფელ საჩინოში. სამუშაოები დაიწყო 2016 წლის მაისში და 2017 წლის მაისში დასრულდება. წალენჯიხა-ჯვარის გზა ბოლო 20 წლის განმავლობაში ამორტიზირებული იყო.

პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13
141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო