სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

კუნძულის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება

2017-04-03 17:29:00

ფოთის მუნიციპალიტეტში, კუნძულის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დათო კოდუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერს რევაზ გიგილაშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც ამ პროექტის განხორცილებისთვის არის საჭირო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუშაობის შედეგად შავი ზღვის სანაპიროზე მოიძიეს უბნები, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ეროზიას და მათგან შეირჩა ფოთი.

შეხვედრა მოეწყო ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში, დაათვალიერეს კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი და ადგილზე გაეცნენ ტექნიკურ საკითხებს. შეირჩა ადგილები, სადაც სამუშაოების დაწყებამდე უნდა განთავსდეს ტალღმტეხი ნაგებობები (ტეტრაპოდები), რომლითაც ზღვის სანაპიროს გამაგრება მოხდება.

პროექტის მიხედვით, კუნძულის უბანში, 2 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება, სადაც 8000 ცალი ტეტრაპოდი განთავსდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13
141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო