სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორმა ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო

2017-03-31 14:36:00

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.

პირველი პრეზიდენტის ბიუსტთან დილიდან ადგილობრივები იკრიბებიან. მხარის რწმუნებულის შეფასებით, 31 მარტი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია.

„1991 წელს ქართველმა ხალხმა ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. რეფერენდუმს სათავეში ჩაუდგა პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. რამოდენიმე დღის წინ, საქართველომ ასევე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და ქართველებმა გზა გავიკვალეთ ევროპისკენ. დღეს, რომ ჩვენი ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამაში დიდი წვლილი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებმა დღესვე გვირგვინით შეამკეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, სოფელ დარჩელში, რომელიც 2 წლის წინ გაიხსნა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12131415161718
192021
22
232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო