ახალი ამბები
საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2017-03-30 17:33:00

ხობის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოს 70% შესრულებულია.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, ასევე წყალსაწრეტი არხები, მილხიდები, ბორდიურები და ეზოებში შესასვლელები მოეწყობა.
სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.