ახალი ამბები
ლესიჭინეში ახალი ხიდი აშენდება
2017-03-14 19:39:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, ხობი–საჯიჯაო–ლესიჭინეს საავტომობილო გზის 26–ე კმ–ზე მდ.ოჩხომურზე ხიდი აშენდება.
► ამჟამად არსებული ხიდი ავარიულია და მგზავრთა გადაადგილებას აფერხებს.
► პროექტის ჯამური ღირებულება 6 965 092 ლარს შეადგენს.
► პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.