ახალი ამბები
საქართველოს 29 მუნიციპალიტეტში 217 პროექტი განხორციელდება
2017-03-14 16:04:00

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სულ 93 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
პროექტების ძირითადი ნაწილი მოიცავს: გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, წყალმომარაგების და სანიაღვრე სისტემების გამართვას, ბაგა-ბაღების, კულტურის სახლებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობას.
ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის 2017 წელს 165 მლნ ლარი გამოიყოფა.