ახალი ამბები
ჩხოროწყუში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი ხორციელდება
2017-03-07 18:08:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში და გარახას უბანში, 8 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
კერძოდ, სოფელ ქვედაჩხოროწყუში სანიაღვრე არხი და ხიდ-ბოგირი შენდება, გარახას უბანში, კი სანიაღვრე არხები ეწყობა.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 60 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.