სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქეთევან ციხელაშვილი და დავით კოდუა გიგა ოთხოზორიას ოჯახს ესტუმრნენ

2017-03-03 17:30:00
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, დავით კოდუასთან ერთად, გასულ წელს, სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად ესტუმრა.
 
„დღეს ვესტუმრე ოთხოზორიების ოჯახს, რომ კიდევ ერთხელ გამომეხატა სახელმწიფოს მხრიდან ამ ოჯახის მიმართ თანადგომა და ყურადღება. დღეს დედის დღეა და ძალიან რთულია, შვილმკვდარ დედას რაიმე სანუგეშო უთხრა, მაგრამ მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ყველა შესაძლო ძალისხმევას ვახორციელებთ იმისთვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და სახელმწიფო არ შეეგუება იმას, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს. გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავის შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას. ამ ბრძოლებში დაღუპული გმირების დედები არიან პირველები მათ რიგში, ვინც იცავს მშვიდობას და კარგად ესმის, როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მან ოჯახის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
 
გიგა ოთხოზორია გასული წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში აფხაზმა ე.წ. მებაჟემ ცეცხლასასროლი იარაღით მოკლა.
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13
14
1516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო