ახალი ამბები
ჩხოროწყუში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
2017-03-02 15:33:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ კირცხში და სარაქონის უბანში 2016 წლის 25–26 მაისის და 8 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
კერძოდ, სარაქონში ნაპირსამაგრი მოეწყო, ხოლო კირცხში სანიაღვრე არხები და ხიდ-ბოგირები შენდება.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 68 823 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.