ახალი ამბები
თხილის მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე პარლამენტში იმსჯელეს
2017-02-28 13:17:00
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ახალი მავნებლის (აზიური ფაროსანა) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს აგრარულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე. პარლამენტში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მაორიტარი ედიშერ თოლორაია, ხობის მაჟორიტარი ირაკლი ბერაია, სამხარეო ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა შეკრებილთ ამომწურავი ინფორმაცია გააცნო საქართველოში ახალი მავნებლის გავრცელების თაობაზე, რომელმაც უკვე შარშან საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას. აზიური ფაროსანა პირველად საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა, დღეს იგი სააგენტოს მხრიდან განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. უშუალოდ ამ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა და შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურები საერთაშორისო გამოცდილებით იხელმძღვანელებენ.
ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, პრობლემა რომ მასშტაბურია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აზიური ფაროსანა 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს აზიანებს. იგი უპირატესად ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანების მტერია, განსაკუთრებული ზიანი შარშან დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალს მიაყენა. ამ მავნებელს ახასიათებს არაპროგნოზირებადი გადაადგილების უნარი, იკვებება მცენარეებით გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, გამოსაზამთრებლად კი სახლებსა და სხვა შენობა-ნაგებობებში შედის.
„მდგომარეობა საგანგაშოა, რამდენიმე წლიანი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს და მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ პოპულაცია მის საბოლოო განადგურებამდე“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
მან კანონმდებლებს და მოწვეულ სტუმრებს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამღლებასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების პესტიციდებით დამუშავებასაც ითვალისწინებს. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საქართველოს დახმარებას აშშ-ის განვითარების ფონდი უწევს. პრობლემის აღმოსაფხვრელად 12 მილიონი ლარია გამოყოფილი და ის ძირითადად, საკარმიდამო ნაკვეთებზეა გათვლილი.
კომიტეტის წევრების და მოწვეული სტუმრების განცხადებით, წარმოდგენილი სურათი საკმაოდ საგანგაშოა და პროექტი მარტო საკარმიდამო ნაკვეთებზე არ უნდა განხორციელდეს. მათი აზრით, ისეთი მასშტაბებია, რომ მავნებელთან ბრძოლამ სახელმწიფო პროგრამის სახე უნდა მიიღოს. კომიტეტის წევრების აზრით, სახელმწიფო საზღვარზე ფიტოსანიტარიული კონტროლის გამკაცრებაც უნდა მოხდეს.
"ვითარება ძალიან რთულია, ჩვენ საქმე გვაქვს მავნებელთან, რომელიც ანადგურებს ჩვენი რეგიონის მოსახლეობის უმთავრეს შემოსავალს თხილს, ამიტომ დროული და მასშტაბური ღონისძიებები საჭირო. ამ საკითხზე აუცილებლად უნდა მოხდეს სახელმწიფო პროგრამის შემუშავება" - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.
შეხვედრის შედეგები აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ შეაჯამა. „ჯერ კიდევ არის დრო, რომ შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ, ხვალ უკვე იქნება გვიან და შემდეგ კი უკვე კატასტროფა... ამ საკითხს მასშტაბურობა უნდა შევძინოთ და სახელმწიფო პროგრამის სახე მივცეთ. საზღვარზე უნდა გავამკაცროთ ფიტოსანიტარიული კონტროლიც“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის წინადადებით, კონსულტაციებს სამუშაო ჯგუფში გააგრძელებენ და ამ ფორმატში უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან.