ახალი ამბები
მარტვილში საქართველოს სუპერთასის ფინალი გაიმართა

საქართველოს სუპერთასი, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ქვეყნის სუპერთასის მოსაპოვებლად, ერთმანეთს საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი, „სამტრედია“ და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი, ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი „სამტრედიის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს ფულადი პრიზი - 50, 000 ლარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა, კუთვნილი თასი კი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს სუპერთასის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და გულშემატკივრები დაესწრნენ.