ახალი ამბები
ხობის სოფელ გიმოზგონჯილში ახალი საავტომობილო გზა შენდება
2017-02-15 16:37:00

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გიმოზგონჯილში ახალი საავტომობილო გზა შენდება
► 2.4 კილომეტრ მანძილზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები
► პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 630 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული
► 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტში ახალი გზები ქალაქის 6 ქუჩაზე დაიგება, ახალი გზები და საგზაო ინფრასტრუქტურა აშენდება 4 სოფლის მიმართულებით. ახალი გზა ჯამში 25 კილომეტრზე მოეწყობა