სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება

2017-02-08 14:01:00

ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. ყოფილი კინოთეატრის „თუთარჩელას“ შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.

სპორტული კომპლექსში გათვალისწინებულია საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს, ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა. ქალაქ ხობში სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები. პროექტით გათვალისწინებულია დარბაზში ლითონის ფერმების მოწყობა და გადახურვა. თუნუქით გადაიხურება ასევე დანარჩენი შენობა. ფასადზე მოეწყობა ალუმინის ვიტრაჟები. მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობის, გათბობის და ვენტილაციის სისტემები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა და გარე კანალიზაციისა და ბიოლოგიური გამწმენდის მოწყობის სამუშაოები.

მშენებლობაზე, რომლის ღირებულება 2 500 000 ლარზე მეტია, 30 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო