ახალი ამბები
რეგიონში თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
2017-01-30 12:52:00
თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები ზუგდიდში, წალენჯიხაში, ხობში, სენაკში, მესტიაში, ჩხოროწუსა და მარტვილში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, პრობლემური ადგილები ამ დროსაც ინტენსიურად იწმინდება, იყრება ტექნიკური მარილი.
ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო შტაბებს საერთო კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უწევს.
საგენგებო რეჟიმში მუშაობს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“. კომპანიის ინფორმაციით, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტებში აბონენტთა მცირედ ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები კი ინტენსიურად მიმდინარეობს და გათიშული აბონენტების ელექტრო ენერგიით მომარაგება დღის ბოლომდე, ეტაპობრივად მოხდება.
თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდი ლის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.
ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო შტაბებს საერთო კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უწევს.
საგენგებო რეჟიმში მუშაობს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“. კომპანიის ინფორმაციით, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტებში აბონენტთა მცირედ ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები კი ინტენსიურად მიმდინარეობს და გათიშული აბონენტების ელექტრო ენერგიით მომარაგება დღის ბოლომდე, ეტაპობრივად მოხდება.
თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდი