ახალი ამბები
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა სამეგრელოში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში პროექტის - ,,სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა სამეგრელოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის მიზანი, რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სერვისების და პროფესიული განათლების სფეროში მოღვაწეთა შესაძლებლობების ზრდა და ადგილობრივი ფერმერებისთვის საკონსულტაციო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაა.
პროექტი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მახარდაჭერით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადგომით, სამცხე-ჯავახეთში, რაჭაში და სამეგრელოს რეგიონში ხორციელდება. სამეგრელოში პროექტის განმხორციელებელია „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“. პროექტი მოიცავს რეგიონის მუნიციპალიტეტებს და მისი ხანგრძლივობა 18 თვეა.