ახალი ამბები
რუხში კრეატიული ნაძვის ხის კონკურსი გაიმართა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხის ახლადაშენებულ სავაჭრო ცენტრში, კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიებმა, მუნიციპალიტეტბმა და სკოლებმა მიიღეს. გამოფენაში მონაწილეობა და კრეატიული ნაძვის ხის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. კონკურსის გამარჯვებული ჩხოროწყუელი პაატა საჯაია გახდა, რომელმაც ნაძვის ხე შებოლილი სულუგუნის ყველისგან შექმნა. გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენის გამარჯვებული მესტიაში, სასტუმროო „თეთნულდში“ ვიქენდს გაატარებს. გამარჯვებული ორ პერსონაზე სასტუმროს მომსახურეობის სრულ პაკეტს მიიღებს. საჩუქარი ჟიურის ფავორიტს, სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გადასცა.
გამოფენის ,,შექმენი შენი კრეატიული ნაძვის ხე“ - მიზანია საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების ჭრის შეჩერება. გამოფენაში მონაწილეებს, კრეატიული ნაძვის ხის შეასქმნელად შეუძლიათ გამოიყენონ ყველაფერი ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა. კრეატიული ნაძვის ხეების კონკურსის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინსტრაციაა. შეგახსენებთ, რომ რუხის სავაჭრო ცენტრი, წელს გაიხსნა, პროექტი კი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა.