სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

6 სოცაილურად დაუცველ ოჯახს სახლები გადაეცა

2016-12-30 15:39:00

ახალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 ოჯახი ახალ სახლში შეხვდება. მძიმე სოციალური საცხოვრებლის მქონე ოჯახებს თანამედროვე სამ და ოთხ ოთახიანი სახლები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ საჩუქრად გადასცეს. ლევან შონიამ სოფელ ჭაქვინჯში კობა გულორდავას 8 სულიან ოჯახს ოთხოთახიანი კეთილმოწყობილი სახლი გადასცა.

გულორდავები აქამდე ავარიულ სახლში 6 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ. ამ ეტაპზე, ახალი სახლები ჭაქვინჯის გარდა, ჭკადუაშის, ყულიშკარის, ოდიშის და უჩაშონას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს. ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან.

წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენა. 19 ოჯახს სახლები წინა ოქტომბერსა და ნოემბერის თვეებში გადასცეს, პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 (ექვსასი ათასი) ლარია. 2015 წელს კი ასეთი სახლები 16 ოჯახს გადაეცა. მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო „წლის საუკეთესო პროექტი“ სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც გამგეობა სახლებს უშენებს, სპეციალურმა კომისისამ შეარჩია. პროექტი 2017 წელსაც გაგრძელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო