ახალი ამბები
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები მონაწილეობდნენ. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა.
სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2016 წლის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში განიხილეს და აღინიშნა, რომ 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით განხორციელდა 56 ინფრასტრუქტურული პროექტი ჯამური ღირებულებით – 29 019 100 ლარი, რგპფ – დან გამოყოფილმა თანხამ შეადგინა – 27 452 621 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობის თანხამ შეადგინა – 1 566 479 ლარი.
2017 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით სამეგრელო-ზემო სვანეთშში განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა იზრდება, შესაბამისად იზრდება პროექტების რაოიდენობაც. დაგეგმილია 73 პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური ღირებულება 33 397 673 ლარს შეადგენს.



