ახალი ამბები
ხობში ძლიერი ქარისგან დაზარალებულ ოჯახებს თანხა ჩაერიცხებათ
2016-12-06 14:01:00
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიისაგან მიყენებული ზარალის შემსწავლელმა კომისიამ, 21, 22 და 23 ნოემბერს ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობა განსაზღვრა.
კომისიის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამიდან 32 ოჯახს 8761 ლარი გადაერიცხება.
ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, ქ. ხობში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელი სახლს, რომლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა დასრულდა.