ახალი ამბები
ზუგდიდის გამგეობამ სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს ახალი სახლები გადასცა
მძიმე სოციალური საცხოვრებლის მქონე 7 ოჯახს, ზუგდიდის გამგებელმა ლაშა გოგიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ სამოთახიანი საცხოვრებელი სახლები საჩუქრად გადასცეს.
ამ ეტაპზე, ახალი სახლები ჭითაწყარის, ურთას, ცაცხვის, ოქტომბერის, ერგეტას, ცვანესა და კოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში ოჯახებმა მიიღეს. ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან.
წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენა. ოთხ მათგანს სახლი მიმდინარე წლის ოქტომბერში გადაეცა, დანარჩენები კი სახლებს წლის ბოლომდე მიიღებენ, პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 (ექვსასი ათასი ) ლარია.
2015 წელს კი ასეთი სახლები 16 ოჯახს გადაეცა. მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო „წლის საუკეთესო პროექტი“ სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც გამგეობა სახლებს უშენებს, სპეციალურმა კომისისამ შეარჩია.