ახალი ამბები
ხაბუმეში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და ჩხოროწყუს გამგებელთან ერთად სოფელ ხაბუმეში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა. გუბერნატორი სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელს და მუშებს შეხვდა და შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინასდება. პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარია. ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში 2017 წლის თებერვლიდან შევა. ხაბუმეს საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტაო“ ახორციელებს.
2013 წლიდან დღემდე ჩხოროწყუში 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რეაბილიტაცია კი 20 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა. ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა იგეგმება ასევე კირცხსა და ქვედაჩხოროწყუში.