სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (1825-1830 წწ.)

წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცი (თაყაიშვ­ლი) აღნიშნავს, რომ “. . . ახალ ზუგდიდში სასახლის სობორო არის ქვისა, ქართულ გეგმაზედ აშენებული, ლევან V დადიანის დროს, როგორც წარწერიდან ჩანს, მშენებლობა დაწყებულა 1825 წელს და დამთავრებულა 1830 წელს.”

ასაშენებელი ფული იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოუგზავნა სამეგრელოს მთავარს და თან დაუბრუნა ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატი თავისი სარტყლით (ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. II, ტფ. 1915).

XVIII ს. 10-იან წლებში გიორგი გურიელმა იმერეთის მეფე ალექსანდრე IV-სთან საბრძოლველად წამოსულმა „განძარცვა” ეს ხატი და ჰყო სამკაულად თვისად. 1805 წ. სამეგრელოს მთავრინა ნინომ სამეგრელოს დეპუტაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ დიდი ნიკო გიორგის ძე დადიანი, ბეჟან მანუჩარის ძე დადიანი და კარის დეკანოზი იოანე იოსელიანი სამეგრელოს ხალხის სახელით მიართვა ხატი ხელმწიფე იმპერატორს, მან კი ძვირფასად შეამკო და დაუბრუნა სამეგრელოს ხალხს და ბრძანა მის სახელზედ აშენებულიყო ეკლესია, ხოლო ადგილს დარქმეოდა გრიგოლიპოლისი, გრიგოლ დადიანის პატივსაცემად.

როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, ვლაქერნის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ყოვლადწმიდა სარტყლის ნაწილთან ერთად, რომელმაც არაერთხელ იხსნა განადგურებისაგან კონსტანტინეპოლი, სადადიანოს სათაყვანო უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენდა. წმ. ექვთიმე ღმრთისკაცი სიწმინდეების პარიზში გახიზვნამდე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სარტყელი უკვე ხატს არ ჰქონდა.

ტაძრის მახლობლად მდებარე დედოფლის სასახლეში, რომელიც 1923 წლიდან ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს წარმოადგენს ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელი, წმ. იოანე ნათლისმცემლის და წმ. დიდმოწამე გიორგის ძვლები. წმ. დიდმოწამე მარინეს მკლავი და წმ. მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი, ღრუბლის ნაწილი, რომლითაც ასვეს ძმარი მაცხოვარს და მრავალი სხვა საეკლესიო სიწმიდე, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა ეკლესიებიდანაა აქ ჩამოტანილი, რათა გადაერჩინათ ათეისტური ხელისუფლებისაგან განადგურებას. ასევე აქ მდებარეობს საკათედრო ტაძრის ოთხი დიდი ზომის მოოქროვილ პერანგიანი ხატი. აღსანიშნავია, რომ ერთერთი მათგანი ღმრთისმშობლის სარტყლის დადების სახელობისაა (დღესასწაული 31 აგ­ვისტო – ახ. სტ. 13 სექტემბერს).

2 ივლისს (ახ. სტ. 15 ივლისს), ტაძრის დღესასწაულზე ხდება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელის გადმობრძანება ტაძარში და მორწმუნე ერს ეძლევა საშუალება თაყვანი სცეს ამ უდიდეს სიწმინდეს. ტრადიციულად ამ დღეს სადღესასწაულო წირვაზე ზუგდიდში უამრავი სტუმარი მობრძანდება. ეს დღეც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა საერთო-სახალხო ზეიმად და მას „ვლაქერნობას” ეძახიან.

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14
151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო