სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმ-ნაკრძალი (დაფუძნდა 1979 წელს) მოიცავს ადრეული შუასაუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს - ნოქალაქევი (ციხე-გოჯი, არქეოპოლისი). ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აქ აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით. მათ შორისაა: სხვადასხვა ცხოველთა (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, ძვ. წ. VI-IV სს-ის ფენებიდან გამოვლენილი როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი (ამფორები), ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I სს.) ორმოსამარხები და ქვევრსამარხები მდიდრული სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია აგრეთვე საერო არქიტექტურის ნიმუშები (სასახლეები, აბანოები), წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XVI-XVIII სს-ის მცირე ზომის სასახლე, ძველ გალავნებზე და კოშკებზე შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც. მუზეუმ-ნაკრძალის ფონდებში დაცულია 3450 ექსპონატი. ციხე-გოჯის ტერიტორიაზე მდებარეობს სამეგრელო-ზემო-სვანეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი ორმოცი წმინდა მოწამის სახელობის ეკლესია - VI საუკუნის პირველი ნახევარი.

მისამართი: 4115, სენაკის რაიონი, სოფელი ნოქალაქევი
მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 16 სთ-მდე

 

ნოქალაქევი_ციხე-გოჯი_არქეოპოლისი (რეაბილიტაცია)

 ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მასზე განთავსებული იყო ერისთავ ქუჯის რეზიდენცია. IV-VIII საუკუნეებში კი ნოქალაქევი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს", ,,არქეოპოლისს" წარმოადგენდა. ეგრისის სამეფო რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და ის სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით. სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა" გუმბათიანი ტაძრი (VI ს.).

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, მისი დასრულება კი 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. გრძელდება ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც განვლილ 4 წელში სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა რეაბილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოების ეტაპებმა ნაქალაქარის ქვედა ტერასის ყველა სეგმენტი მოიცვა, რაც გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგებასა და სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა. დასრულდა ორმოც მოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ეტაპიც, რომელიც სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფმა განახორციელა. ტაძარი სრულად გადაიხურა ავთენტური ფორმის კრამიტით, რომლის დიზაინის დადგენაც არქეულოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი. მუზეუმ ნაკრძალის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სრულად რეაბილიტირდა და გამაგრდა მდინარის გაბიონები. მოეწყო ავტოსაპარკინგე მეურნეობა. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულდება ნაქალაქარის ქვედა ტერასის ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგების სამუშაოები. ეწყობა სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები და საინფორმაციო ბანერები.   

მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია აღიჭურვა ისტორიულ-სანახაობრივი ატრაქციის ელემენტებით. ისტორიული კონტექსტის შენარჩუნებისთვის, ნაქალაქარის ტერიტორიაზე განთავსდა ანტიკური პერიოდის მეომართა ლითონის ბადისაგან 

დამზადებული საიმიტაციო ფიგურები და ხის კონსტრუქციის საბრძოლო მანქანები.

რომელიც სამომავლოდ ნოქალაქევის მიმართ ვიზიტორთა ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის. უკვე დასრულებულია ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ფერდობისა და ციტადელის პროექტირების სამუშაოებიც. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა სადაც ექსპოზიციის სახით ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება. ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება. ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვას სამომავლოდ იაპონიის ტეიკიოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.

 ნოქალაქევის სრულად რეაბილიტაციის შემდეგ, ტერიტორიაზე ვიზიტორებს ელექტროტრანსპორტი მოემსახურება. ახალი ტრანსპორტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დახმარების გარდა, ტრანსპორტი გარემოსთვის ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

 2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიონ ლარს გაიღებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო