სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხის სავაჭრო ცენტრში ჰიპერმარკეტი „გორგია“ გაიხსნა

2016-03-24 14:33:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში ოპერირება დაიწყო სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“. დღეს „გორგიას“ ფილიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულეებლი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და კომპანიის დირექტორმა გია გორგოშაძემ გახსნეს.

„მიხარია, რომ აფხაზეთთან ძალიან ახლოს გაიხსნა ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ფილიალი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოს, დაბალ ფასად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეიძინონ პროდუქცია, რომელიც მათ ოჯახებს სჭირდებათ. „რუხის მოლი“ არ არის მხოლოდ სავაჭრო ცენტრი, ეს არის ახალი ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობა ჩვენს აფხაზ მეგობრებთან“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჰიპერმარკეტის გახსნაზე.

„გორგიას“ გახსნის ცერემონიალს გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

რუხის სავაჭრო ცენტრში განლაგებული ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები ეტაპობრივად იწყებენ სრულ ოპერირებას. აპრილში გაიხსნება რეგიონში ყველაზე დიდი სუპერმარკეტის „ლიბრე“-ს ფილიალი. ცენტრში უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე ეპროპული ტიპის ღია ბაზარი. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურეობის ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართობი 10 000 კვადრატული მეტრია, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობის 5 ჰექტარია. შენობები აგებულია ევროპული სტანდარტების დაცვით. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაციის, კონდიცირების და გათბობის თანამედროვე სისტემებით.

რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე 300 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც პირდაპირ აისახება რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე.

რუხის სავაჭრო ცენტრის პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა. ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო