სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

2015-08-03 16:37:00

ანალოგური მიწისზედა საერთო სიგნალის გადამცემი სადგურები სამეგრელოში 2015 წლის 6 აგვისტოს 10 საათზე გაითიშება. სამეგრელო მეხუთე სამაუწყებლო ზონაა, სადაც ანალოგური მიწისზედა საერთო მაუწყებლობა ითიშება. ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის,“ ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაუზღვნენ.

რეფორმის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაცია გააცნეს. შეხვედრა დღეს ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა. სადაც მოწვეული იყვნენ მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებიდან.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.

მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობამ ასევე შეიმუშავა სუბსიდირება, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.

ინფორმაცია  ციფრულ  მაუწყებლობაზე  გადასვლის  შესახებ    სისტემატურად ქვეყნდებოდა ელექტრონულ  და  ბეჭდურ  მედიასაშუალებებში.  გარდა  ამისა,  ინფორმაცია ხელმისაწვდომია ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა  და კომერციული მულტიპლექს ოპერატორის - ,,სტერეო +’’ -ის ცხელ ხაზებზე:

►ციფრული მაუწყებლობის სააგენტო:  1480 , 2 2414 80, 2 251480; 

►ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 299 11 49, 299 10 41, 299 10 58;

►,,სტერეო +’’  205 12 12;

►საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური  239 95 05.

შეგახსენებთ, რომ ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო