სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გუგუჩია ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სამუშაო პროცესს გაეცნო

2021-06-08 09:55:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სამუშაო პროცესს გაეცნო და მავნებელთან ბრძოლის საკთხებზე დეტალური ინფორმაცია,ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა შალამბერიძისგან მიიღო.

,,ადგილზე გავეცანი ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის  მუშაობის სპეციფიკას, მდგომარეობას, რომელიც ამჟამად გვაქვს რეგიონში. ამ მიმართულებით, სერიოზული წარმატებებია უკვე მიღწეულია,თუმცა მოდუნების საშუალებას ეს არ იძლევა. უკვე ფაროსანას სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული და შესაბამისად აქტიურ ფაზაში გადავდივართ. მავნებელთან ბრძოლის სისტემა, რომლითაც დანერგილია შტაბში, არის ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი, ის იმდენად უნიკალური და წარმატებულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიც კი აწარმოებენ მოლაპარაკებებს რათა დანერგონ აღნიშნული სისტემა თავიანთ ქვეყნებში“ – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ. ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა ცენტრის ხელმძღვანელებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს და მავნებლის კონტროლის ღონისძიებებს უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებენ.

იმ ტერიტორიაზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ჯგუფები „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მეშვეობით წერტილოვან შეწამვლას ახორციელებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან ახორციელებს. სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის რაოდენობა დასავლეთ საქართველოში და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა. ამავდროულად, მინიმუმამდე შემცირდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ფერმერებმა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო