სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორიამ ,,CPMR“-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის და ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

2020-12-09 18:42:00

„პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (,,CPMR“) ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფისა და ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიების დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება CPMR- ის ვიცე-პრეზიდენტმა ტრანსპორტის საკითხებში ანა მარტნეზ ვიდალიმ გახსნა.

მალხაზ თორიამ ვებინარზე ორ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი შეეხო საზღვაო მაგისტრალების საკითხებზე თანამშრომლობას ევროპის საზღვაო ქვეყნებთან და სატრანსპორტო კავშირს მთელ ტრანს-ევროპულ ქსელთან (TEN-T), მალხაზ თორიამ ასევე ისაუბრა რკინიგზის მნიშვნელობასა და მის პოტენციალზე.

,,ეს განზომილება ძალზე მნიშვნელოვანია ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის რეგიონებისთვის და განსაკუთრებით სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის, რადგან ფოთის პორტი, ძირითადი ქსელის ნაწილია და ჩვენ შეგვიძლია შევუწყოთ ხელი საზღვაო მაგისტრალური გზების სამუშაო გეგმაში არსებულ საკითხებს და მათ განვითარებას. ჩვენ შეგვიძლია შავი ზღვის აუზის, ევროკავშირსა და აზიის ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებით კიდევ უფრო მეტი სარგებელის მიღწევა.

ამ მიზნით რკინიგზის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს მიზნებს შორის შედის პორტების კავშირის გაუმჯობესება და მათი ინტეგრაცია ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T), განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სარკინიგზო ტრანსპორტის სისტემაზე. ჩვენი სარკინიგზო ქსელის გამართული მუშაობა საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ქვეყნის სავაჭრო მიმზიდველობა“ - განაცხადა მალხაზ თორიამ, მანვე ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირების დაწყებაზე გაამახვილა ყურადღება და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით სატრანსპორტო სფეროში არსებული გამოწვევები და მიმოიხილეს ,,COVID-19" გავლენა ეკონომიკაზე. გაიმართა საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებული მხარეების პრეზენტაციები. ონლაინ კონფერენციის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა. ,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთი ,,CPMR"-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია. რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
24
2526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო