კულტურა
რეგიონში ფუნქციონირებს 27 მუზეუმი, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დადიანების სასახლეთა კომპლექსი და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ზუგდიდში, კ. გამსახურდიას მუზეუმი აბაშაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი დაბა მესტიაში, ეთნოგრაფიულიმუზეუმი და მ. ხერგიანის სახლ-მუზეუმი უშგულში.
რეგიონში ფუნქციონირებს 121 ბიბლიოთეკა, მათ შორის 112 ბიბლიოთეკა – სოფლებში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ფუნქციონირებს რამდენიმე თეატრი. მათ შორის: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – 2 (ერთი სახელმწიფო, ერთი სახალხო) თეატრი, ფოთში – ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი, სენაკში – ა. ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი (თეატრის შენობას 2008 წელს კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა), ხობში - ხობის სახალხო თეატრი. თითო თეატრი ფუნქციონირებს წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.
რეგიონში ფუნქციონირებს 10 კულტურის სახლი და 11 სამუსიკო სკოლა, აგრეთვე სასოფლო კლუბები და ხელოვნების სკოლები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
- მარტვილის მონასტერი
 - რუხის ციხე
 - კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს.)
 - ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X – XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა)
 - წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი (X ს.)
 - ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (1825-1830 წწ.)
 - ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი (XV-XVI სს)
 - ხობის ღმრთისშობლის მიძინების სახელობის ეკლესია
 - ფოთის კოშკი
 - ფოთის საკათედრო ტაძარი
 
მუზეუმები
- პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
 - ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
 - სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
 - ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
 - გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
 - ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
 
ადგილობრივი მუზეუმები
- აბაშის მუზეუმები
 - სენაკის მუზეუმები
 - მარტვილის მუზეუმები
 - ხობის მუზეუმები
 - ზუგდიდის მუზეუმები
 - ფოთის მუზეუმები
 - წალენჯიხის მუზეუმები
 - ჩხოროწყუს მუზეუმები
 - მესტიის მუზეუმები
 

                        

























