სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიქალაქი ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ფოთის კოშკი

საქართველოს ისტორიაში ფაზისს, დღევანდელ ფოთს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. იგი დიდ როლს ასრულებდა და ასრულებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის როგორც ადრეულ, ასევე თანამედროვე პერიოდში, რასაც განაპირობებდა მისი მდებარეობა მსოფლიო სავაჭრო “დიდი აბრეშუმის გზის” იმ წერტილში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა აზიასა და ევროპას. V საუკუნის ანონიმი ავტორი გადმოგვცემს, რომ ფაზისში 60 ენაზე მოლაპარაკე ხალხი იკრიბება, მათ შორის ბარბაროსები ინდოეთიდან და ბაქტრიიდანო. ფაზისსა და მის მიდამოებში ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულს უქადაგნია.

ადრე შუა საუკუნეებში ფოთი დასავლეთ ქართველთა საეკლესიო ცენტრს – ფაზისის სამიტროპოლოს წარმოადგენდა, რომლის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის, რომ 533 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებას სხვებთან ერთად ფაზისელი ეპისკოპოსიც აწერდა ხელს: “თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფასოსამან სოფელსა შინა მეგრელთასა განვსაზღვრენ და წავწერენ”. 787 წლის ნიკეის მსოფლიო კრებას ხელს აწერს ქრისტეფორე ეპისკოპოსი ფაზისისა.

თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღება საბედისწეროდ აისახა საქართველოს ისტორიაზეც, 1578 წლიდან თურქების გარნიზონი აკონტროლებდა ფოთის ნავსადგურს, 1640 წელს სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა ფოთი აიღო და თურქების მიერ აშენებული ციხე დაანგრია, თუმცა 1725 წელს ფოთი ისევ თურქებმა დალაშქრეს და იქ ახალი ციხე-სიმაგრე ააშენეს, რომელსაც ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა, იგი ოთხივე კუთხეში კოშკით იყო გამაგრებული. 1828 წელს ფოთი საქართველოს დაუბრუნდა. მოგვიანებით ციხე დაშალეს, ნაშალი ძირითადად ნავსადგურის მშენებლობაში გამოიყენეს. ფოთის კოშკი იმ ციხის ნაშთია.

XIX საუკუნის ბოლოს ფოთში მოღვაწეობისას ნიკო ნიკოლაძემ კოშკი თავის სამუშაო რეზიდენციად გადააქცია. ამჟამად კოშკში ნიკო ნიკოლაძის მუზეუმი ფუნქციონირებს.

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2017 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო