სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილის კანიონის მიმდებარედ თანამედროვე ავტოსადგომი ეწყობა

2016-11-25 14:05:00

მარტვილის კანიონის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგომი შენდება. ავტოსადგომი გათვლილია 150 მსუბუქ ავტომობილზე და 50 ავტობუსზე. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ღია პავილიონები, მოსაცდელი ბლოკი, სუვენირების ფარდულები, გარე განათებები და სველი წერტილები.

მარტვილის კანიონთან ახალი ავტოსადგომის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მარტვილის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 340 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არქეოპოლისი“ ახორციელებს. სამშენებლო სამაუშაოებზე 60 ადგილობრივია დასაქმებული. აქამდე მარტვილის კანიონთან პარკირების არ არსებობის გამო პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს.

მარტვილში კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურა 2016 წელს მოეწყო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო