სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქარის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

2016-11-22 13:13:00

სამეგრელოში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციას საგანგებო რჟიმში მიმდინარეობს. უამინდობით მიყენებული ზიანის დროულად აღმოფხვრის მიზნით, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კოორდინირებულად მუშაობას განაგრძობს  გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და გამგეობებთან. კომპანიის მიერ სენაკში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს აღდგენით სამუშაოებს.

ამ დროისთვის, სამეგრელოს რეგიონში ყველა რაიონულ ცენტრს მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა, დარჩენილია აბონენტების მცირე ნაწილი ზუგდიდის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში. აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უახლოეს საათებში მოხდება. 

პარალელურად მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. დაზიანებული ხეებისგან გაიწმინდა ქუჩები და პარკები.

მუნიციპალიტეტებში ზარალის დამთვლელი კომისიები ამ დრომდე მუშაობენ, ისინი ადგილზე ეცნობიან ქარისგან მიყენებულ ზარალს. 

ხობში ამ დროის მონაცემებით ნაწილობრივ დაზიანდა 16 კერძო სახლის სახურავი და სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი.  სამივე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა გამოდარებისთანავე მოხდება.

ფოთის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ქალაქის მთელ პერიმეტრზე აწარმოებენ მონიტორინგს. მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მიმდინარეობს შეტყობინებების მიღება და მობილური ჯგუფების ადგილზე გაგზავნა. ფოთში ელექტრო ენერგიით მომარაგება სრულად აღდგენილია. ქალაქში ძლიერი ქარის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა, 17-ამდე საცხოვრებელი სახლის, 5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისა და N1 საჯარო სკოლის სახურავები.

ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მეორე დღეა აგრძელებს მუშაობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. აქ ქარმა ერგეტას, ორულუს, ხეცერას, ურთას, ცვანესა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში 13 საცხოვრებელი სახლის სახურავები ნაწილობრივ დააზიანა. 

ქარმა დააზარალა აბაშის მუნიციპალიტეტიც, აქ  30-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა.

სინოპტიკოსები სამეგრელოში გამოდარებას 24 ნოემბრიდან ვარაუდობენ.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო