სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობის პირველი ბაღის სამივე კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2016-11-16 12:16:00

ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად გაეცნო.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის გადახურვა, სრულად კეთილმოეწყო გარე და შიდა ინტერიერი, საკლასო ოთახები, მოსასვენებელი, სასადილო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა ახალი - წყალგაყვანილობის, ელექტროგაყბვანილობის და გათბობის სისტემები. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხობის #1 საბავშვო ბაღის სამივე კორპუსს.

ხობის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 489 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი პლიუსი“ ასრულებს. ხობის #1 საბავშვო ბაღი 200-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო