სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობს მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი ექნება - მიმდინარე სამუშაოები გუბერნატორმა დაათავლიერა

2016-11-10 15:29:00

ხობის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, ამჟამად ყოფილ კინო-თეტრ „თუთარჩელას“ ცალკეული ფლიგელების  დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, სწორედ ყოფილი კინო-თეატრის ადგილზე განთავსდება ახალი სპორტკომპლექსი.

ხობის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტში გათვალისწინებულია ჭიდაობის, კრივის, ბილიარდის, ჭადრაკის, მკლავჭიდის, კინოს და საკონფერენციო დარბაზების, საუნას, სამედიცინო ოთახების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.

სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე იმდინარე სამუშაობის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის გამგებელთან გოჩა ქაჯიასთან ერად დაათვალიერა. გუბერნატორი მშენებელს შეხვდა და დეტალურად მოისმინა ოთახებისა და სხვადასხვა სპორტული დარბაზების განთავსების ადგილები.

„ხობს აქამდე სპორტკომპლექსი არ ჰქონდა, ახალგაზრდებს სამწუხაროდ დღემდე არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ნორმალურ პირობებში ევარჯიშათ, მაგრამ ეს პრობლემა მალე მოგვარდება და ხობს ექნება თანამედროვე სპორტ კომპლექსი, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა თანამედროვე ინვენტარითა და დარბაზებით“ - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება  2 მილიონ 500 ათასი ლარია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო