სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ნაგურუში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

2016-11-02 14:01:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ნაგურუს უბანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა. აქამდე ნაგურუში ბაღი არ არსებობდა, რის გამოც ადგილობრივ პატარებს სკოლამდენილი განათლების მიღება, 5 კილომეტრის მოშორებით სოფელ საჩინოში მდებარე საბავშვო ბაღში უწევდათ. ნაგურუს საბავშვო ბაღი 40 ბავშვზეა გათვლილი, ამჟამად კი 25 სკოლამდელი აღსაზრდელი სწავლობს.

ახალი საბავშვო ბაღის მშნებლობისთვის 272 250 ლარი დაიხარჯა და ის წალენჯიხის მუნიციაპლიტეტის და ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის თანადაფინანსებით აშენდა. ადგილობრივი ბიზნესმენის შოთა ჯანჯღავას მიერ, საბავშვო ბაღი აღიჭურვა საკლასო, საძინებელი ოთახების და სამზარეულოს ინვენტარით. კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო.

ნაგურუს ახალი საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ, მის მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

ნაგურუს საბავშვო ბაღი მესამეა, რომელიც 2016 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდა. წელს უკვე გაიხსნა მუჟავას და ქალაქის #3 საბავშვო ბაღები. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1234
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო