სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული ინოვაციის დღეებმა სტარტი ზუგდიდიდან აიღო

2016-11-01 12:13:00

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზება დაიწყო. პროექტმა სტარტი ზუგდიდის ტექნოპარკიდან აიღო.

ვიზიტის ფარგლებში ზუგდიდის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID - ის პროექტ ZRDA- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მოიცავს 3 წლიან თანამშრომლობას რეგიონებში ინოვაციებისა და საერთო სამეწარმეო გარემოს განვითარებისთვის.

თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება საინფორმაციო დღეებისა და ტრენინგების ორგანიზება რეგიონებში, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება ინოვაციებისა და სტარტაპებისათვის ფინანსებთან წვდომის გასაუბჯობესებლად და დასაქმების ფორუმების ორგანიზება.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, სახელმწიფოს ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით გააცნო და საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები წარადგინა. შეხვედრას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე, USAID-ის პროექტ ზრდა საქართველოში ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელია დაესწრო.

შემდეგი ინოვაციების დღეები ბოლნისსა და გორში 2 და 3 ნოემბერს 10:30 საათზეა დაგეგმილი.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1234
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო