სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის პორტის პროექტში დასაქმებისთვის მოსახლეობის შრომითი რესურსის აღირცხვა დაიწყო

2016-10-06 14:03:00

ანაკლიის პორტის პროექტში მომავალი დასაქმების მიზნით  ადგილობრივი მოსახლეობის შრომითი რესურსის აღრიცხვა დაიწყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ეტაპზე მოსახლეობა ძირითადად სამშენებლო სექტორში, სამომავლოდ კი, სხვადასხვა სფეროში დასაქმდება.  მთლიანობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობისა და განვითარების 9 ფაზის განმავლობაში რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა 90% საქართველოს მოქალაქე იქნება. რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული პროექტის საწყის – სამშენებლო სამუშაოების  ეტაპზე, რომელთა დაწყება 2017 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

ჯანდაცვის მინისტრმადავით სერგეენკომ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

პროექტში დასაქმების მსურველთა მონაცემების შეგროვებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. ადამიანური რესურსის მონაცემთა ბაზას ის შემდგომში გადასცემს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ და მის კონტრაქტორ კომპანიებს.

დასაქმების მსურველებს საშუალება ექნებათ სამინისტროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირებულ ვებ-პორტალზე – www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირდნენ, ან მიაკითხონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ასევე გეგმავს ანაკლიაში გადასამზადებელი-სასწავლო ცენტრის შექმნას, სადაც პორტის მშენებლობისა და განვითარების ეტაპებზე დასაქმების მსურველ მოსახლეობას უსასყიდლოდ შეეძლება სხვადასხვა სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
67
8
9101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო