სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება

2016-09-29 11:00:00

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება, - საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულებას, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც, დოკუმენტს ხელი მოეწერება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ წელიწადში, შესაძლებელი იქნება პირველი კომპონენტის დასრულება და პორტი ფუნქციონირებას დაიწყებს.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პირველი კომპონენტის მიხედვით, ქვეყნის გამტარუნარიანობა, კონტეინერების ნაწილში, თითქმის ორმაგდება.

„პროექტს ბევრი ფაზა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სამ წელიწადში პორტი ფუნქციონირებას დაიწყებს და, რა თქმა უნდა, ათასობით ადამიანს დაასაქმებს, როგორც უშუალოდ, ასევე ირიბად. ინვესტორის მხრიდან ჩადებულია ვალდებულება, შექმნას ტრენინგ-ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობის მოსამზადებლად, რომელიც შემდგომში პორტში დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძო ინვესტორის მხრიდან გათვალისწინებულია მთელი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის - ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნესცენტრი და სპორტული მოედნები. ვფიქრობთ, ეს პროექტი, რომელიც სივრცითი მოწყობის პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მთლიანად შეცვლის ქვეყნის როგორც სატრანზიტო პოტენციალს, ასევე ეკონომიკურ ლანდშაფტს საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ ამ პროექტზე. მარტო პირველ ფაზაში 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება არის გათვალისწინებული და, უკვე შეგვიძლია, ნამდვილად ვთქვათ, რომ ეს პროექტი იწყება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და, ამ პროცესში, დიდი სამუშაო შეასრულა ეკონომიკის სამინისტრომ, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართული იყო ყველა უწყება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო