სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორის და კორეის რესპუბლიკის ელჩის შეხვედრა

2016-09-19 13:07:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია კორეის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში კიმ ჩან გიუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, გუბერნატორმა და ელჩთან ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე და რეგიონში დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

ლევან შონიამ კიმ ჩან გიუს რეგიონის ტურისტულ და აგრალურ სექტორში არსებული პოტენციალი გააცნო. შეხვედრაზე ელჩმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ბევრი კორეელი ჩამოვიდეს საქართველოში და ნახოს ის სილამაზე რაც აქაა.

შეხევდრას ნენსკრაჰესის ინვესტორი კორეული კომპანია „ქეი ვოთერის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ლევან შონიამ ელჩს და კორეული კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა: „ჩვენ გვაქვს ერთობლივი ძალიან კარგი პროექტი, ნენსკარაჰესის სახით. ეს არის 1 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც ძალიან ბევრ ადგილობრივს ასაქმებს, როგორც მშენებლობის ასევე ოპერირების პროცესში, ნენსკრა ახალი შესაძლებლობაა, როგორც ქვეყნისა და რეგიონისთვის, ასევე სვანეთისთვის, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტი ნახავს ძალიან მსხვილ სარგებელს, რაც სვანეთზე მის ინფრასტრუქტურაზე და იმ ხალხზე აისახება, ვინ საქართველოს ამ უმშვენიერეს მხარეში ცხოვრობს. მადლობა ბატონო ელჩო ამ მხარდაჭერისთვის და მადლობა ინვესტორებს ამ დიდი პროექტის განხორციელებისთვის“ - აღნიშნა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ელჩსა და გუბერანტორს შორის გამართულ შეხვედრაზე, კიმ ჩან გიუმ ანაკლიის პორტის მნიშველობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ახალი შესაძლებლობაა არამარტო საქართველოსთვის, არამედ აბრეშუმის ისტორიული გზისთვის: „ჩვენ ველოდებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებას, რადგან ეს არის ჩვენი ყველაზე მოკლე გასასვლელი გზა ევროპაში. გვსურს თქვენთან თანამშრომლობა არამარტო ნენსკრას მიმართულებით, არამედ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გეგმები, რომელსაც თქვენს ქვეყანასთან ერთად ვგეგმავთ“ - განაცხადა ელჩმა.

ელჩსა და მხარის გუბერნატორს შორის შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  
1
2345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო