სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერი - ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დასრულებისთანავე ქვეყნის გადაზიდვების პოტენციალი ორჯერ გაიზრდება

2016-09-16 20:52:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცახდებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება საზღვაო ტვირთბრუნვის სურათი.

„ანაკლიის პორტის მხოლოდ პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება, ქვეყნის საკონტეინერო გადაზიდვების სატრანზიტო პოტენციალი თითქმის ორჯერ გაიზრდება. დღევანდელი პოტენციალი არის დაახლოებით 600 000 TEU (20-ფუნტიანი ეკვივალენტი, რაც ერთ კონტეინერს ნიშნავს), პორტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, ჩვენ გვექნება დამატებით 500 000 TEU-ს გატარების პოტენციალი, ანუ თითქმის გაორმაგდება სატრანზიტო პოტენციალი და შემდეგი ფაზა, რომელიც მომდევნო 7 წელიწადში უნდა დასრულდეს, იქნება დამატებით 1,5 TEU-ს გატარების პოტენციალის შექმნა, ხოლო ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ, დაპროექტება ხდება ისე, რომ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება ჰქონდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთელი საუკუნის სამყოფ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სატრანზიტო პოტენციალის, არამედ ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებისთვის“ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზემტაციაზე.

ამჟამად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედებს სამი პორტი: ბათუმის, ფოთის, ყულევის პორტები. ამ პორტების მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობამ 2015 წელს 20 მლნ ტონა შეადგინა. საქართველოს საზღვაო ხაზები აკავშირებს თურქეთის - სამსუნის და სტამბოლის, ბულგარეთის - ვარნის და კონსტანცას, და უკრაინის - ოდესის და ქერჩის პორტებთან.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1
2
345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო