სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მესტიაში კონფერენცია „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება“ მიმდინარეობს

2014-09-25 20:52:00

საერთაშორისო კონფრენცია „მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება“ 24-26 სექტემბერს მესტიაში კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა ორგანიზებით იმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას საქართველოში და ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სტრატეგიების ჰარმონიზაციას, აგრეთვე მემკვიდრეობის როლის წარმოჩენას ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესში.
საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გახსნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ.
სვანეთის მუზეუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას, 24 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო და მონაწილეებს კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის სახელმწიფოებრივი პოზიცია გააცნო. საერთაშორისო კონფერენციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიაც მონაწილეობდა.
კონფერენციის მთავარი სტუმარია რესტავრაციისა და კონსერვაციის ცენტრის-იკრომის(ICCROM) გენერალური დირექტორი სტეფანო დე კარო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ: მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის-იუნესკოს (UNESCO), რესტავრაციისა და კონსერვაციის ცენტრის-იკრომის (ICCROM), ძეგლთა დაცვისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს-იკომოსისა (ICOMOS), და ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN)-ის ხელმძღვანელი პირები და რეგიონალური წარმომადგენლები, ასევე ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
შეხვედრაზე განიხილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა, მის წინაშე არსებული გამოწვევები და მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მართვისა და განვითარების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, გამოცდილება და მაგალითები.
კონფრენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება მსოფლიო მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა და კანონპროექტი მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს უწყებრივი თანამშრომლობის მყარი საფუძველი გახდება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის ფარგლებში.
შეხვედრაზე იმსჯელებენ ზემო სვანეთის კულტურული ლანდშაფტის განვითარების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეასახებ. ღონისძიების მონაწილე მხარეები უშუალოდ გაეცნობიან ზემო სვანეთის განვითარებისათვის განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, მათ შორის, სვანეთის არამატერიალური მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის შედეგებს. დარგის სპეციალისტები სპეციალურ მოხსენებას წაიკითხავენ სვანური ფერწერის სკოლისა და ზემო სვანეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების მნიშვნელობაზე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო