სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთში კოღოების წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

2016-08-02 15:29:00
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ქალაქ ფოთში კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს. წამლობები დასავლეთ საქართველოში ორ ეტაპად - სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში გრძელდება. ე.წ.თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით უკვე დამუშავდა 650 ჰა წყალსატევი და დაჭაობებული ტერიტორია, სადაც კოღოს მატლების გავრცელება მასობრივად აღინიშნებოდა. ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის მერიც დაესწრო. 
 
ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების წინააღმდეგ ღონისძიების ჩასატარებლად იყენებენ ბიოინსექტიციდს, რომელიც სპეციალურად წყლის ზედაპირზე კოღოს მატლების გასანადგურებლად არის შექმნილი და მოქმედებს 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უსაფრთხოა როგორც ადამიანების, ცხოველების, თევზებისა და ფუტკრებისთვის, ასევე გარემოსთვის. 
 
მთავრობის დადგენილებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მეორე წელია, ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონაში. ქიმიური და ბიოლოგიური წამლობების შედეგად, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება. 2015 წელს სააგენტოს სპეციალისტების მიერ 3260 ჰა დამუშავდა. მიმდინარე წელს წამლობის პირველი ეტაპი დასავლეთ საქართველოში მაისში 560 ჰა-ზე ჩატარდა. მეორე ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები 3500 ჰექტარზეა დაგეგმილი.
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1
2
345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო