სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ადგლობრივი მოსახლეობისთვის სოციალური ჭრების ფარგლებში სამასალე ხე-ტყის გაცემა დაიწყო

2016-08-01 17:39:00

,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №242 დადგენილების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში  სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს, სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, არაკომერციული მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაცემად გამოეყო I ხარისხის სამასალე მერქნის წლიური ზღვრული მოცულობა 5000 მ3 სამასალე ხე-ტყის ოდენობით (ხის სახეობა: წიწვოვანი - 95%-4700 მ3;  ფოთლოვანი - 5%-300 მ3). 

აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა და ქალაქ ფოთის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერებმა მათი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მიერ მართვის ორგანოში შუამდგომლობის გაწევის მიზნით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია ,,სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით სოციალური ჭრებით არაკომერციული მიზნით მოსახლეობაზე გასაცემი I ხარისხის ხეზე მოთხოვნილი რესურსის დასაბუთებულობის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის 2016 წლის 22 თებერვლის №30 განკარგულების მე-5 პუნქტის შესაბამისად:

ა) წერილობითი მომართვა თითოეული მოქალაქის სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და მოქალაქის გასაცემი I ხარისხის ხის სახეობისა (წიწვოვანი/ფოთლოვანი) და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისი მოცულობით;

ბ) კომისიის შესაბამისი დასკვნის ასლი  (დათვალიერების აქტი) და ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფერადი ფოტოსურათბი (დამოწმებული უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით);

გ) დაინტერესებული პირის (მოქალაქის) განცხადებისა და პირადობის მოწმობის ასლები;

დ) ხანძრით, სტიქიური უბედურებით ან/და სხვა ფოსრმაჟორული გარემოებებით გამოწვეულ შემთხვევებში ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გაცემული იქნება ასეთი დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს ან/და სამსახურის მიერ, რაც დადსტურებული იქნება ხელმოწერით ამ დოკუმენტზე ფაქტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით (დოკუმენტის ასლი).

კომისიის მიერ ეცნობებათ მუნიციპალიტეტებს ხე-ტყის რესურსის გამოყოფის თაობაზე, რათა მათ მიერ წართმოდგენილ იქნეს შუამდგომლობები კომისიაში განხილვის მიზნით.

კომისიის სხდომები გაიმართება ყოველი სამუშაო კვირის პარასკევს. პირველ რიგში განიხილება 2015 წელს მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები რომლებიც რესურსის ამოწურვის გამო არ იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო შემდგომ განიხილება და შესაძლებლობის ფარგლებში დაკმაყოფილდება ყველა განცხადება რომლებასაც მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ.       

ნაწილი მოქალაქეებისა რომელებსაც გასულ წლებში შუამდგომლობა გაეწიათ მართვის ორგანოს წინაშე სამასალე მერქნის გამოყოფის თაობაზე და მათ მიერ გადახდილია ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის შესაბამისი მოსაკრებელი და მომსახურების საფასური ბანკის მეშვეობით, აღნიშნულზე ფლობენ შესაბამის ქვითრებს განცხადებით უნდა მიმართონ სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს და უნდა წარმოადგინონ:

ა) ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის შესაბამისი მოსაკრებელისა და მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითრები დედანი ასლთან ერთად;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა - გაცემული სსიპ ეროვნული სატყეო საგგენტოს სამგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მიერ, რომ მათზე გამოყოფილი რესურსი ამ დრომდე არ არის ათვისებული.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1
2
345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო