სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ავტო-მოტო მოყვარულთა გრანდიოზული შოუ - დღე მეორე

2016-07-31 18:55:00

ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო მოყვარულთა შოუს შემდეგ, დღეს, მოტომოყვარულთა შეჯიბრი გაიმართა. მოტო მოყვარულები მთელი საქართველოდან ერთმანეთს 3 კატეგორიაში შეხვდნენ, ასევე გაიმართა მოტო დრიფთ შოუ.

მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები 3 კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილების მფლობელებს 500 ლარი, 150 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 1000 ლარიანი VIP ბილეთი გადაეცათ. მეორე ადგილის მფლობლ სამივე მონაწილეს 300 ლარი, 100 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადაეცათ. მესამე ადგილზე გასულ მოტომრბოლელებს კი 100 ლარი, 50 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადასცეს. დღევანდელი დაჯილდოების შემდეგ ავტო-მოტო მოყვარულთა ორდღიანი შოუ დასრულდა. 

მოტოშოუმდე გუშინ ავტო მოყვარულთა შეჯიბრი ჩატარდა, სადაც გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოავლინეს.

რეგიონში ავტო-მოტო შეჯიბრის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა, ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელო“-ს ორგანიზებით, და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიის და ზუგდიდის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიების სპონსორები არიან: „თეგეტა მოტორსი“, „ვისოლი“, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, „GT Performance“, „Gem Fest“, „Palm Beach“, „Nadi group“, საკონდიტრო „ბომბორა“და „მეტრო პლიუსი“.

საინფორმაციო მხარდამჭერები: Ipress.ge, Newsportal.ge, smo.ge

ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ „ახალგაზრდობის წლის“ ფარგლებში ტარდება, შეგახსენებთ, რომ 2016 წელი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1
2
345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო