სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფლის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

2016-07-26 16:30:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, 2017-2020 წლის სოფლის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა ზვიად არჩუაძემ, შეხვედრაზე შეკრებილებს  სოფლის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის შინაარსი გააცნო, რომელიც საქართველოში სოფლის მდგომარეობის სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ ანალიზს და ასევე სოფლის განვითარების ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს მოიცავს.

სტრატეგიულ ამოცანებს შორისაა საქართველოს სოფლებში ეკონომიკური საქმიანობების გამრავალფეროვნება, ტურიზმის განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

2017-2020 სოფლის განვითარების სტრატეგიას სოფლის მეურნეობის სამინისტრო UNDP-ის დახმარებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  
1
2345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო