სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ინოვაციების დღეები ზუგდიდში

2016-07-13 14:30:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეებს ატარებს. პირველი ქალაქი სადაც ინოვაციის დღეები მოეწო ზუგდიდია.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძრვანელობამ ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, გააცნეს სახელმწიფოს ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით და წარადგინეს საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები. შეხვედრაზე მართვის აკადემიის წარმომადგენლებმა სამოტივაციო და ინფორმაციული ლექცია ჩაატარებს მეწარმეობისა და ინოვაციების შესახებ. სააგენტოს პროგრამის ბიზნეს ინკუბატორის გუნდის წევრებმა საკუთარი სტარტაპის გამოცდილება ადგილობრივ მოსახლეობას გაუზიარეს. შეხვედრაზე სამოტივაციო პრეზენტაციით წარსდგნენ წარმატებული დამწყები ბიზნესმენი, რომლებმაც საკუთარ გამოგონებასა და იდეის რეალიზებაზე ისაუბრებს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობას ასევე გააცნო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“, რომელიც 17 ივნისიდან მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ამოქმედდა. „სტარტაპ საქართველოს“ დაწყების მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ თავიანთი იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების შედეგად ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთება ამაღლდება, გაჩნდება მრავალი ახალი კომპანია, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობას საკუთარი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვატორების იდეებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგიობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. გუბერნატორმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი ქაშიბაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში მდებარე პრეზიდენტის სასახლე უკვე გადმოეცა ტექნოპარკს და იქ უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე გაიხსნება.

 

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო