სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერი და გუბერნატორი მთავრობის წევრებთან ერთად მარტვილში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ

2016-07-09 17:11:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში იმყოფებოდა, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოკლე ვადაში აღდგენას დაჰპირდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სოფელში უახლოეს ხანში შევა შესაბამისი ტექნიკა, რომლითაც გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება. 

პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ თამაკონში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში იმყოფებიან მინისტრები, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო