სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხის სავაჭრო ცენტრში პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართება

2016-07-08 17:59:00

12 ივლისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მცხოვრებლებს ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას „სტარტაპ საქართველოს“ გააცნობენ. შეხვედრა რუხის სავაჭრო ცენტრში 17 საათზე გაიმართება.

პრეზენტაციაზე დასწრების და პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღებს ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია. 

პროგრამა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა.

„სტარტაპ საქართველო“ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეა, თუმცა, არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები, ბიზნესის დაწყების შანსს აძლევს. 

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა იგეგმება.

პროგრამის კოორდინატორები  საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო არიან.

პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება. 

საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. 

ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 40%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს, რაც მოიცავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ინჟინერიას, კომპიუტერულ მეცნიერებას ტელეკომუნიკაციას და სხვა მიმართულებებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება. 

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს ასეთი მაღალტექნოლოგიური პროექტების მსოფლიო ბაზარზე გატანას, ამასთან, დაეხმარება წარმატებულ კომპანიებს შემდგომი დაფინანსების მოსაპოვებლად და გასავითარებლად აწარმოონ აქტიური კომუნიკაცია ინვესტორებთან და დაინტერესებულ პირებთან.

გარდა ამისა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს ტრენინგებს და საკონსულტაციო მომსახურებას პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის.

განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი და დაინტერესებული პირები ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას იღებენ პროგრამის შესახებ.

პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსისწესით. პროექტებს შეისწავლიან „სტარტაპ საქართველოს" და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კვალიფიციური ანალიტიკოსები და მოწვეული ექსპერტები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროექტის ინოვაციურობას, ბიზნეს-მდგრადობას და პერსპექტიულობას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1
2
345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო