სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზა წარმატებით დასრუ.

2016-06-29 18:40:00

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა. პროექტის დახურვის ცერემონიალი ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი მონაწილეობდნენ.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზის დახურვას სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორის მოადგილე კახბერ რუსია, ზუგდიდის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. სოფლის მცხოვრებნი დროისა და ფინანსების დანაკარგის გარეშე მარტივად ახერხებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომია „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებაც.

საზოგადოებრივ ცენტრში ფუნქციონირებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა, განთავსებულია თანამედროვე ბიბლიოთეკები. საზოგადოებრივი ცენტრის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზის ფარგლებში 22 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. 2014 წელს საზოგადოებრივი ცენტრები ამოქმედდა ყვარელწყალში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მუხაესტატეში (ქობულეთის მუნიციპალიტეტი); გეგუთში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევში (გორის მუნიციპალიტეტი), კაჭრეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). 2015 წლიდან ფუნქციონირებს ხიდისთავის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ნუკრიანის (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), კორბოულის (საჩხერის მუნიციპალიტეტი), ღორეშის (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), კაზრეთის (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), შილდის (ყვარლის მუნიციპალიტეტი), ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქვემო ნატანების (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), კაბლის (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი), ლენტეხის (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივი ცენტრები, 2016 წელს კი სწრაფი და კომფორტული სერვისები ჩაქვის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), ხრეითის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი), სადახლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი), რუხის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), დიდი ჯიხაიშის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), მარტყოფისა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) და იორმუღანლოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია.

პროექტის − „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში − ფაზა II“ − დასკვნითი ღონისძიება საოკუპაციო ზოლის მახლობლად მდებარე ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში საგანგებოდ გაიმართა. როგორც ცნობილია, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით საოკუპაციო ზოლის მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად აშენდა. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებთ საშუალება აქვთ, ისარგებლონ სახელმწიფო თუ კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, ბიბლიოთეკით, მონაწილეობა მიიღონ საჯარო შეხვედრებში და ა.შ. სახელმწიფო სერვისების შეუფერხებლად მიღება კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო