სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

„რუსთავი 2“-მა ლევან შონიაზე მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაარღვია

2016-06-15 13:14:00

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებმა აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნონა ქვლივიძემ, გადაცემა „ბიზნესკურიერში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე მომზადებულ სიუჟეტში დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი, გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2016 წლის 12 მარტს გადაცემა “ბიზნეს კურიერში” გასულ სიუჟეტს „ნეპოტიზმი სამეგრელოში“ და მიიჩნევდა, რომ აღნიშნვალი მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

პაატა ლაგვილავას მტკიცებით, ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა “განზრახ დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ”.

ქარტიაში მიმდინარე წლის 15 მარტს შესული განცახდების თანახმად: „აკაკი გოგიჩაიშვილს და ნონა ქვლივიძეს არ უცდიათ სიმართლის დადგენა და ენდნენ ერთ წყაროს, პოლიტიკური პარტიის წევრს, რომელიც გუბერნატორის წინააღმდეგ დაინტერესებული ფიგურაა. ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ფაქტები რათა ეთერში გასულიყო ზუსტი, ინფორმაცია. მეტიც, ერთი პოლიტიკური პარტიის ინერესებიდან გამომდინარე ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა განძრახ დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ'', განმცხადებლის აზრით, დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნონა ქვლივიძემ დაარღვიეს ეთიკის ქარტიის მხოლოდ პირველი პრინციპი.

სიუჟეტის გასვლის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სადაც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთრში გასული ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია წარმოადგენდა სიცრუეს, ასევე ჟურნალისტმა არ სცა პატივი სიმართლეს, არ გამოიკვლია ის, არ გადაამოწმა ფაქტები და ენდო მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას (ნაციონალურ მოძრაობას) და დაიცვა მისი ინტერესები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
  1234
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო